"ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მოსამართლე ჯუღელის გადაწყვეტილება პოლიტიკური ერთგულების ნიშნებს ატარებს"
15-06-2015, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მიმართავს, რომ დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელის მოქმედებების შესწავლა.


ორგანიზაციის ცნობით ყურადღება უნდა გამახვილდეს და უნდა იქნას შესწავლილი ჯუღელის მოქმედებები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს შემთხვევა, რა ნათესაურ კავშირში იმყოფება აღნიშნული მოსამართლე პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის წევრებთან. ორგანიზაცია ასევე სასამართლოსგან მკაფიო განმარტებების გაკეთებას ითხოვს, რითაც მართლმსჯულების განხორციელებაში პოლიტიკური გავლენები აღარ იქნება.


"ორგანიზაცია გაეცნო ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებას, რომელიც პროფესიულ კითხვებს აჩენს. ორგანიზაციის თქმით, მოსამართლემ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს, შეიძლება ითქვას, გააკეთა კანონის „ახლებური“ განმარტება და სასაქონლო ექსპერტს აუკრძალა ბაზრის კვლევის ჩატარება, რაც სამართალწამოების პრაქტიკისთვის, იშვიათი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან დღემდე, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაცემული აქვს ათასობით სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და ყველა შემთხვევაში, სწორედ ექსპერტის მიერ ხდებოდა ბაზრის კვლევა და სასამართლო ყველა შემთხვევაში, იღებდა მას, როგორც დასაშვებ მტკიცებულებას. სწორედ მოსამართლე დავით ჯუღელის მხრიდან, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 250-ზე მეტი ანალოგიური დასკვნა იქნა საქმეზე მტკიცებულებად თანდართული, სასამართლომ კი, 5 ივნისის განჩინებით, არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, თუ რა მოსაზრებით ამბობდა უარს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის გამოყენებაზე. მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ეჭვი შეიტანა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეშიც, რაც განჩინებაში, ასევე დასაბუთებული არ არის", - აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატებში".


ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მიდგომები გახმაურებული საქმის მიმართ აჩენს კითხვებს, რაც მოსამართლის მხრიდან „შერჩევითი მართლმსაჯულების“ განხორციელების მცდელობას უკავშირდება. ორგანიზაციამ უკვე კითხვით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლე დავით ჯუღელს, რათა დაადასტუროს ან უარყოს, თუ რა ნათესაური ურთიერთობები არსებობს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.


"წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლე დავით ჯუღელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური პარტიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, კახა ჩიხრაძის ბიძაშვილია. კახა ჩიხრაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური გუნდის წევრია, რომლებსაც ერთმანეთთან, საერთო საჯარო სამსახურში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებთ. ცნობილია, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, კახა ჩიხრაძე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზეც დანიშნა. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პირადმა კავშირებმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეზე პოლიტიკურმა კონტექსტმა სამართლებრივი მხარე უკვე დაჩრდილა. ამიტომაც, ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს, სასამართლომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“  გააკეთოს შესაბამისი რეაგირება და არსებობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა, ორთვე-ნახევარი მიმდინარეობს, რაც უპრეცედენტოა სასამართლო პრაქტიკაში.


"ამ მიმართულებითაც, მოსამართლის მიდგომები მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლებელია, ამით ხელოვნურად გაჭიანურდეს ბრალდებულად ყოფნის 9-თვიანი ვადა და ვერ მოხდეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსჯაულების განხორციელება. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. „კაბელების საქმეზე“, ამჟამად სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის, რაც სინამდვილის დადგენისთვის აუცილებელია", - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატებში“.


ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროში არსებულ საკითხებს 2013 წლიდან სწვალობს. „ჯარისკაცების მოწამვლის“ საქმეზე მონიტორინგის შემდგომ, ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროსთან ს.ს. „სილქნეტის“ კეთილსინდისიერების საკითხითაც დაინტერესდა და კომპანიასთან სამინისტროს მხრიდან 2013 წელს დადებული ხელშეკრულების მიმართ, საკუთარი სამართლებრივი ვარაუდები გამოთქვა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი