მამუკა ბახტაძე: მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის 25-30-40%-ს ხარჯავს სესხების მომსახურებაზე - ეს იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს ეკონომიკაში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით
14-07-2018, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25-30 და ხშირ შემთხვევაში, 40%-ს ხარჯავს სესხების მომსახურებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ეს იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს ეკონომიკაში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის თავალსაზრისით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

 

„საქართველოს 630 000 მოქალაქე დღეს მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ აწარმოოს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრება", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა და ჭარბვალიანობის წარმოშობის მიზეზები განმარტა:

 

 

„ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ასიმეტრიული რეგულაცია. ფაქტობრივად, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ასიმტერიული რეგულაცია არსებობდა, ბანკების რეგულაცია იყო განსხვავებული, არასაბანკო სექტორის - განსხვავებული ან საერთოდ არ არსებობდა. ეს იწვევდა ე.წ. ასიმეტრიულ რეგულაციას, რამაც შექმნა უზარმაზარი პრობლემები. საბაზრო ეკონომიკის სწორად ფუნქციონირების არსი სწორედ იმაშია, რომ თამაშის წესები ყველასთვის უნდა იყოს საერთო. თუ ვინმესთვის არის პრივილეგირებული, ის იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს. ჩვენს შემთხვევაში ჭარბვალიანობა არის, სამწუხაროდ, მისი საუკეთესო მაგალითი. ჩვენ ამის შესახებ ჩვენი დონორი ორგანიზაციები გვაფრთხილებდნენ, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები გვაფრთხილებდნენ, მათ შორის, წინა მთავრობას განსაკუთრებით".

 

კომენტარები: 2
#2   ირაკლი
      
ბანკებზე გადაბრალების მაგივრად ჯერ მოხსენით ყაჩაღური საბაჟო გადასახადი მეწარმეებისათვის რომლებსაც წარმოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და დანადგარები საზღვარგარეთიდან შემოაქვთ და შესაბამისად აღარ დაჭირდებათ ამდენი კრედიტების აღება მაგ ყაჩაღი ბანკებისგან.
14 ივლისი 2018 13:25
#1   სოლომონ
      
მართალია სესხს და ვალს დაბრუნება უნდა,მაგრამ ხდება,ისე რომ მსესხებელმა ზუსტათ ვერ გათვალა ფულის ხარჯი ან უფრო სხვა რამეში დახარჯა ან ბიზნესმა არ გაუმართლა. ანდა ბიზნესის გასაგძელებელი თანხა აღარ ეყო, შემდეგ აიღო სხვა ოლაინ სესხები და თნდათან აღმოჩნდა დიდ ვალებში. შემოსავლებს გაასწრო გასავალმა და ხალხი აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში.და იმატა ჭარბ ვალინობამ.ამიტომ კარგი იქნება მთავრობა თუ გაითვალისწინებს ჩემი აზრით მოხდეს სესხების გადავადება ბანკებთან შეთანხმებით.ყველა ცუდი საკრედიტო ისტორის მქონე პიროვნებებს მიეცეთ ბანკებთნ ურთიერთობის საშვალება .აწარმოონ თავისი ბიძნესი ისე რომ მეტი შეცდომა აღარ გაიმეორონ.ეს იქნება დიდი ნაბიჯი გადაგმული სიღარიბის დასაძლევად ხალხის საკელთიდღეოთ,ჭარბვალიანობის დასაძლევად. ეს ყველაფერი მე ჩემნარებს ეხება. მადლობა დიდი.
14 ივლისი 2018 09:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი