მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადატანის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას უპასხუა და თქვა, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
„ჩემი პოზიციაა, რომ მთავრობას როცა გამოეყო ეს სამსახური, ეს იყო პროგრესული და უკან ნაბიჯის გადადგმა არა მგონია, იყოს მიზანშეწონილი“, განაცხადა ბახტაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ მინისტრს ჰკითხა, რომ უსაფრთხოების სფეროში „მძიმე ჩავარდნების ფონზე“ ხომ არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას დაექვემდებაროს.
„მომხრე ხართ თუ არა იმის, რომ სუს-ი გემორჩილებოდეთ თქვენ?“, ჰკითხა ბოკერიამ პრემიერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.