საქართველოს პრეზიდენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს „ვერ ასახელებს“. მარგველაშვილი ამას „პოლიტიკურ კურიოზად“ მიიჩნევს და დასძენს, რომ ამის მიზეზია ის, რასაც მმართველი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაკნინების მიზნით აკეთებდა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა TV 25-ის ეთერში ისაუბრა.
„საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ერთი ძალიან საინტერესო კომპონენტია, ეს არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ასახელებს კანდიდატს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემ მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელება ან როდის დასახელება. იცით რა არის საინტერესო? რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია ფაქტობრივად, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ ასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს და ძალიან მარტივად გეტყვით, რატომ ვერ ასახელებს. 5 წელიწადი რასაც აკეთებდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და რა შეურაცხყოფის, დაკნინების მცდელობის, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვაც ააზვირთეს, ახლა მათმა კანდიდატმა რა უნდა თქვას ამ ყველაფერზე. აი, რომ დაასახელებენ კანდიდატს, ხომ უნდა კითხონ, სადაც გეტყვიან იქ დაჯდები, ხომ? ხომ გამოხვალ იქიდან, როგორც გეტყვიან? ხომ არ იტყვის არას. მერე კითხავენ, ვეტოს დაადებ კანონს? როგორ იტყვის, დავადებო. ამის გამო მე ლამის სახელმწიფოს მტრად გამომაცხადეს. იმდენ რაღაცაზე საკუთარ თავს უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა, რომელიც დაგროვდა 5 წლის განმავლობაში, რომ ეტყვიან, შენ ხასიათს გამოავლენ, თუ იქნები ჭკვიანი ბიჭი ან გოგო. იმდენ რამეზე უნდა თქვას ამ კანდიდატმა, ხასიათს არ გამოვავლენ, რასაც მეტყვით იმას გავაკეთებო, იმდენი შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საკუთარ თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც პარტნიორი. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებოდით, მაგრამ ვმუშაობდი და ვიცოდი, როგორ უნდა მემუშავა. უცებ თქმა, რომ გუნდმა ასე გადაწყვიტა, რომელ გუნდზეა ლაპარაკი? ერთ დღეში პოლიტსაბჭოდან გააქრეს და იმას, ვინ ამას აკეთებს, ამას გუნდს ეძახიან. გუნდი თავის ლიდერებს ასე არ ექცევა“, განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.