მამუკა მდინარაძე: „მარგველაშვილი როგორც ჩანს, რეალურად იმყოფება წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ“
14-07-2018, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მარგველაშვილი როგორც ჩანს, რეალურად იმყოფება წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ, სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზი არის ის, რომ თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს ამ თემაზე", – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური კურიოზია ის, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

 

 

„ჩვენ გვყავს არაერთი ღირსეული კანდიდატი, რომლებიდანაც შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ის  თვითონვე ამბობს, რომ ჯერ ელოდება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გადაწყვეტს, იყაროს თუ არა კენჭი“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 


საქართველოს პრეზიდენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს „ვერ ასახელებს“. მარგველაშვილი ამას „პოლიტიკურ კურიოზად“ მიიჩნევს და დასძენს, რომ ამის მიზეზია ის, რასაც მმართველი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაკნინების მიზნით აკეთებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი