ნოდარ ხადურის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის 40 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
"რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ცხადია, რომ ჯერ დათვლილი არ არის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 40 მილიონი იქნებოდა ზარალი, თუმცა როგორც ჩანს, ამ თანხაში ვერ ჩავეტევით, ზარალი გაცილებით მასშტაბურია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდეს თანხების პერედისლოკაცია. ამავე დროს ვმუშაობთ დონორებთან, რომ ან ახალი დაფინანსება მივიღოთ, ან იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე გვქონდა, შევუცვალოთ მიზნობრიობა", - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, დღეს გაიმართება შეხვედრა დონორებთან, ასევე კომუნიკაცია შედგება მსოფლიო ბანკსა და სხვა ორგანიზაციებთან. ხადური იმედოვნებს, რომ მთავრობა ზარალის მინიმალიზაციას მოახერხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.