"საპრეზიდენტო კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს თავის დროზე და ახლა არც მარგველაშვილთანაა ანგარიში ამ მიმართულებით ჩასაბარებელი და არც რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგური ღიმილის მომგვრელს უწოდებს მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს.
„ეს არის ძალიან ღიმილის მომგვრელი. უნდა ვთქვა, რომ კანდიდატს ქართული ოცნება დაასახელებს მაშინ როდესაც ამის პოლიტიკურ აუცილებლობას ჩათვლის საჭიროდ. არის ძალიან ბევრი ფაქტორი რომელიც მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს. კანდიდატი აგვისტოში დასახელდება“, - აცხადებს ძიძიგური.
მისი თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნების ერთჯერადად დატოვება მარგველაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო.
„მინდა ვთქვა,რომ კონსტიტუციაში როდესაც დავტოვეთ ერთჯერადად პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები, გავაკეთეთ იმიტომ რომ ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა გიორგი მარგველაშვილის, ოპოზიციური პარტიების და გვინდა ერთხელ კიდევ შევთავაზოთ. მაშინაც განვაცხადეთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა რომ იყაროს კენჭი ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს იქნება ძალიან კარგი და ყველანი ერთად დავინახავთ, თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა აქვს ბატონ პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობის. ეს იქნებოდა ჩემი აზრით სრულიად ლოგიკური პასუხი პრეზიდენტ მარგველაშვილისა იმ ნაბიჯზე,როდესაც ჩვენ პირდაპირი წესით არჩევნები დავტოვეთ კონსტიტუციაში“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.