პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პეტრე დევრიშაძესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წევრის, გიგა ბოკერიას შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ დევრიშაძესთან დაკავშირებით ყოფილ ხელსუფლებას აქვს შეკითხვებზე პასუხი გასაცემი.
„ბ-მა გიგა ბოკერიამ მკითხა, რომ სად იყო კონტრდაზვერვა. მე მინდა აქეთ შევეკითხო ბატონ გიგა ბოკერიას, ბ-ნო გიგა გეკითხებით - თქვენ ხომ ძალიან ძლიერი მმართველობა გქონდათ, რომ 2008 წელს თქვენი მტკიცებით ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. მხოლოდ 2010-ში მიუსაჯეთ მას ჯაშუშობის მუხლით შესაბამისი სასჯელი, მიუსაჯეთ 7 წელი.
მანამდე მასთან როგორც თანამშრომლობდით და მას აძლევდით საშუალებას, რომ მონაწილეობა მიეღო შესყიდვებში, ასევე, რამდენიმე მილიონი საჩუქარი მიიღეთ მაშინ, როდესაც ჯაშუშობა უკვე ჩადენილი ჰქონდა. 2 წელი დაგჭირდათ რომ დაგედგინათ, ჯაშუში იყო და ასეთი მშვენიერი, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა აქ ის არის, რომ - 7 წელი რომ მიუსაჯეთ ჯაშუშობის ბრალდებით, ჯაშუში ჩემთვის და მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან სერიოზული ბრალდებაა, მით უმეტეს, როდესაც იმ ქვეყნის ჯაშუშია, რომელთანაც ომი გქონდა და რომელმა ქვეყანამაც შენი მოსახლეობა მოგიკლა. და ეს ჯაშუში ერთ წელიწადში გაუშვით. ეს ჯაშუში ერთ წელიწადში გამოუშვით ციხიდან. ასე რომ, პირველ რიგში, ამ კითხვებზე გაეცით პასუხი", მიმართა ირაკლი სესიაშვილმა გიგა ბოკერიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.