საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ მთავრობის დამტკიცების სესიაზე რეგიონების განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ეკონიმიკის მინისტრს ინიციატივით მიმართა.
"ჩვენ გვყავს იმედისმომცემი მოქალაქეები, ღირებულებების მქონე და საინტერესო ადამიანები, რომლებიც იღებენ შანსს, რომ გამოიყენონ ღვთისგან ბოძებული პოტენციალი.
მე თითქმის ყოველკვირეულად ვეცნობი ასეთ ადამიანებს საქართველოს რეგიონებში, მაგალითად სოფელ გეგელიძეებში თამარ ბალაშვილი, რომელიც ქალაქიდან სოფლად დაბრუნდა და იქ ქმნის დოვლათს, მაგალითად შაქრო ტეტემაძე სოფელ ვაიოში, თურმანიძეების ოჯახი მაღალმთიან სოფელ გარეტყეში, ქათამაძეების ოჯახი ჭვანაში, სოფელ ზინობიანისთვის ძალიან მოტივირებული ანა პაჭიკაშვილი და სხვები.
ეს ადამიანები ელიან შესაძლებლობებს და იყენებენ ამ შესაძლებლობებს, იქნება ეს მთის კანონი, სახელმწიფო პროგრამები თუ სხვა და ჩვენ შეგვიძლია მეტი მათთვის.
მოდი დავეხმაროთ მათ რომ გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები, რომ მათი მეზობლებიც ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში და შექმნან დოვლათი.
ამ მიზნით, მე ინიციატივით მივმართავ ეკონომიკის მინისტრს, რომ სამინისტროში არსებული პროგრამები დაიგეგმოს მათ შორის რეგიონული და ტერიტორიული კომპონენტის გათვალისწინებით.
ასე გახდება რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი ადგილები.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია უკეთ ვმართოთ პოლიტიკა ადგილებზე, რომელიც ეხება ტრანსპორტს, განათლებას, წყალმომარაგებას და წყალარინებას, მყარი ნარჩენების მართვას, სოციალურ დაცვას, ჯანდაცვას, საცხოვრისით უზრუნველყოფას, სატყეო მომსახურებას, გარემოს დაცვას, ჩვენ გვჭირდება რეგიონული უთანაბრობის აღმოფხვრა, ჩვენ გვჭირდება დეცენტრალიზაციის კარგი სტრატეგია და მისი სრულაფასოვანი შესრულება, ჩვენ გვჭირდება სოფლის პროგრამის დაბრუნება, მაგრამ ეს ყველაფერი გვჭირდება ადამიანებისთვის და სწორედ ხალხს შეუძლია იყოს ხელისუფლების საუკეთესო პარტნიორი, რადგან ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზნები", განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.