„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ თეა წულუკიანის კანდიდატურის დასახელება ოპოზიციისთვის „საჩუქარია", თუმცა, ცუდია ხალხისთვის, რადგან როგორც გოცირიძე მიიჩნევს, ერთადერთი, რის გამოც წულუკიანი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში დარჩა, არის ის, რომ იუსტიციის მინისტრს შეუძლია შავი საქმეების კეთება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გოცირიძემ აღნიშნა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, წულუკიანის დანიშვნა „არ უნდოდა არავის", მათ შორის, არც პრემიერ მინისტრს. მან წულუკიანს შევარდნაძის მეხოტბე უწოდა და „ქართული ოცნების" წევრებს უთხრა, რომ პარტიას წულუკიანი მუდმივად დარჩება, როგორც დამღა.
„ქ-ნი თეა წულუკიანი ამ პოსტზე არ უნდოდა არავის, არ გინდოდათ თქვენ უმრავლესობას, არ უნდოდა არასამთავრობო სექტორს, არ უნდოდა პოლიტიკურ პარტიებს, მისი რეიტინგი იყო ნული საზოგადოებაში სხვადასხვა გამოკითხვით. ქ-ნი თეა წულუკიანი არ უნდა პრემიერ მინისტრს, თქვენ გგონიათ, რომ პრემიერ მინისტრმა დანიშნა ქ-ნი თეა წულუკიანი? აი, თუ თქვენ ამას იტყვით, მაშინ ყოჩაღ - კარგი გაბედულება გქონიათ, ოღონდ არ გაიგოს იმას, ვინც ნამდვილად დანიშნა.
ქ-ნო თეა, ახლა მე გეტყვით თქვენ რატომ მყავხართ პროგრამაში - ორი მიზეზის გამო - ის, რომ მთელი საზოგადოება მოითხვოდა თქვენ წასვლას და საზოგადოებას უნდა კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ თქვენ ვერც დიდხანს დარჩებით და თქვენი მთავრობა, რომელშიც თქვენ იმყოფებით, იქნება მუდამ გამხსენებელი იმისა, თუ როგორი უსამართლობა იყო ამ ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურაში მეექვსე პროკურორს ნიშნავთ და როგორი უსამართლობა იყო მთლიანადამ სისტემაში, მაგრამ გარდა ამისა, გუშინ თქვენ რატომღაც მთელი ეს შევარდნაძის პერიოდის თქვენი ბავშვური, ე.წ. ტინეიჯერული განცდები ჩემთან დააკავშირეთ - აბა, ერთი კარგად შემომხედეთ, ქოჩორი მაქვს შევარდნაძისავით მაღალი თუ თეთრი თმები? ვგავარ შევარდნაძეს? ვგავარ?
ქ-ნო თეა, შევარდნაძის პერიოდი იყო, როდესაც ხალხი იხოცებოდა, როდესაც ადამიანებს იტაცებდნენ, მათ შორის, სამწუხაროდ, თქვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ძმაც კი იყო გატაცებული, იტაცებდნენ ბიზნესმენებს, იტაცებდნენ პოლიტიკოსებს, იყო საშინელი კორუფცია და ხალხი ქუჩაში დადიოდა ავტომატებით და ძალადობდა ხელისუფლება ადამიანებზე. მე მინდა წაგიკითხოთ თქვენ ერთი ციტატა:
„მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტიც კი, მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებს, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა. სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც ქართული" - აბა, თუ მიხვდებით ვისი სიტყვებია ეს? ეს არის თეა წულუკიანის სიტყვები.
ქ-ნო თეა, თქვენ შევარდნაძის პერიოდში, რომელიც ასე მძიმედ განიცდიდით, კალაშნიკოვები დაამარცხაო რომ წერთ, ეს კალაშნიკოვები ვინ შექმნა? შევარდნაძემ შექმნა კალაშნიკოვები, არაფორმალური ჯგუფები, შევარნაძემ შექმნა ის ადამიანები, რომლებიც იმ ბოროტი სისტემის ნაწილი იყვნენ. კალაშნიკოვები დაამარცხა შევარდნაძემ? თქვენ, როგორც ჩანს, საფრანგეთში იყავით და ძალიან წუხდით, რომ ტინეიჯერობა ვერ შეგარგეს. 4 თუ 5 წელი იქ სწავლობდით. ალბათ, იტყვით ხუთოსანი ვიყავიო - იცით ამ სიტყვის ხმარება - საქართველოში მრავალი ხუთოსანი იყო და თქვენზე მეტჯერ ხუთოსანი, მაგრამ არ ჰყავდა მშობლები შევარდნაძის ხელისუფლებაში, რომლებსაც შეეძლოთ დაეფინანსებინათ თუნდაც უცხოეთში სწავლა. თქვენ ახალ წელს მაინც არ ჩამოდიოდით საქართველოში და აივანზე არ გადიოდით რომ კალაშნიკოვების კაკაფონიაში ულოცავდა ხალხი ერთმანეთს და მაკაროვების სროლაში. და თქვენ ამბობთ, რომ შევარდნაძემ მოსპო კალაშნიკოვები? თქვენ შევარდნაძის მეხოტბე, რომელიც აქ სულიერ მამად მოიხსენიებთ - თქვენ ახალგაზრდა შთამომვალი, შევარდნაძის იდეების გამგრძელებელი კიდევ შეგიძლიათ ვინმეს პრეტენზიით მიმართოთ? ამიტომ, წულუკიანის ყოფნა დღევანდელ ხელისუფლებაში - სამწუხაროდ, მისი წარსულიდან და ამ ექვსწლიანი შეუცველილი მუშაობიდან - შეუცვლელი იმიტომ კი არა იყო, რომ ის კარგი პროფესიონალია, შეუცვლელი იმიტომ არის, რომ ყოველთვის შეეძლო მას და შეუძლია შავი საქმეების კეთება, ის არის დავალების შემსრულებელი, ერთადერთი ამ ნიშნით დარჩა ის ხელისუფლებაში", განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.