სოფელ ღებში, აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა, მიმდინარეობს მდინარე ჩვეშურის კალაპოტის გაღრმავება და მდინარის კალაპოტში მოქცევა, მდინარეზე გასასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია, მოეწყო დროებითი საცალფეხო ხიდი დიდ ღებსა დ პატარა ღებს შორის, დღის მეორე ნახევრამდე აღდგება ორი უბნის დამაკავშირებელი ძირითადი ხიდიც.
14 ივლისს, მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელი, რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია სოფელ ღების ნაწილი.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.