ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშები დღეს, (7 თებერვალი) საღამოს 20 საათსა 14 წუთზე, გაიხსნება. ოლიმპიურ მოედანზე დღეს 40 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს.
საქართველოდან სოჭის ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები – ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ასევე მოციგურავე – ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭს 14 თებერვალს ესტუმრება.
ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ნინო წიკლაური 18 და 21 თებერვალს იასპარეზებს. ამავე დისციპლინაში 19 და 22 თებერვალს იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები: იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე. ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში 19-20 თებერვალს იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ოლიმპიადაზე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.