არმაზ ახვლედიანი: „მე მზად ვარ, შევხვდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თითოეულ დეპუტატს და ვადასტურებ თითოეული დეპუტატის მიმართ პატივისცემას“
15-07-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალმა, ექვსმა ოპიზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა წარადგინა. ამასთან დაკავშირებთ არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ მან კარგად იცის ის სირთულეები, რაც წინ ელის და ასევე ახვლედიანს იმედი აქვს, რომ დარჩენილი პარტიებიც გვერდზე გადადებენ ვიწრო პარტიულ ინტრესებს და გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ.

 


„მე კარგად ვიცი, რომ ათასგვარი სირთულე გველოდება ამ გზაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ყველა დეპუტატი, ყველა პოლიტიკოსი, მიუხედავად პარტიული კუთნილებისა და სხვადასხვა სირთულისა აცნობიერებს, რომ ამჯერად გადაწყვეტილბა უნდა მიიღოს სინდისის კარნახით და ჩვენი საზოგადოების ინტერესბის გათვალისწინებით, ამიტომაც ეჭვი არ მეპარება უმრავლესობის ნაწილი იქნება გაბედული და შეძლებს ვიწრო პარტიული ინტერესების გვერდზე გადადებას. მე მზად ვარ, შევხვდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თითოეულ დეპუტატს და ვადასტურებ თითოეული დეპუტატის მიმართ პატივისცემას. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მზად ვარ ღია, გამჭვირვალე ფორმატში თითოეულს ავუხსნა ჩემი პოზიცია და გავაგებინო ჩემი მთავარი სათქმელი“, აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

 

 

 

4 ივლისს,ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი  პრეზიდენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი