პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში, 9 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეარჩიეს საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც სამშაბათს დაასახელებენ.
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, ახალი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ქვეყანას ძლიერ გუნდს შესთავაზებენ.
„ეს იქნება სრულიად ახალი, ახალი იდეის გარშემო გაერთიანება, რომელიც ახალ პერსპექტივას შესთავაზებს საქართველოს, ერთიან კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში და ძალიან მძლავრ გუნდს. მარგველაშვილი ჩემთვის არის ნამღერი სიმღერა, რომელმა სიმღერამაც ვერ მოიტანა თავის შედეგი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, 5 წელს რომ გადავხედოთ, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სტატუსით გაცილებით მეტი შეეძლო გაეკეთებინა ამ ადამიანს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.