„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მხარს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის, კანდიდატურას დაუჭერს, იმის ხაზგასმად აფასებს, რომ მმართველი გუნდი არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„მთაწმინდის რაიონში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, როგორც დეპუტატის საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი. უბრალოდ, არ არსებობს ეს ქალბატონი იმ რაიონში, რომელზეც უნდა ჰქონდეს მას პასუხისმგებლობა აღებული. ამ ქალბატონის წამოყენება პრეზიდენტობის კანდიდატად მკაფიო ხაზგასმა იქნება, რომ „ქართული ოცნება“ არც კი აპირებს რაიმეს შეცვლას, რაც არ არის გასაკვირი“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.