თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს
15-06-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს. სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქალაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.


"როგორც უწმინდესის ქადაგებიდან შეიტყვეთ, მისმა უწმინდესობამ მოგვცა დავალება, ლოცვა-კურთხევა, მცხეთა-თბილისის სამღვდელობას, ტაძრის წინამძღვრებს და მოძღვრებს, რომ ჩვენ მერიის დახმარებით, ამას მერიის სამსახურები შეგვატყობინებენ, დაზარალებული ოჯახების თაობაზე. თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს თითო ოჯახს, რომელმაც ზარალი განიცადა. რა თქმა უნდა შესაძლებობის ფარგლებში ეკლესია დაეხმარება ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და მათ უყურადღებოდა არ დავტოვებთ", - აღნიშნა მამა მიქაელმა.


დეკანოზის თქმით, ამ დღეებში ექნებათ ინფორმაცია დასახმარებელი ოჯახების შესახებ და თითო ოჯახი გადანაწილდება თითო ეკლესიაზე.


"შევეცდებით, ყველა მიმართულებით დავეხმაროთ დაზარალებულ ოჯახებს. დაწვრილებით, თუ როგორი იქნება ეს დახმარება, უახლოეს პერიოდში ჩამოვყალიბდებით", - აღნიშნა მამა მიქაელმა.


მისივე თქმით, თუ აუცილებლობა იქნება, დაეხმარებიან ასევე გარდაცვლილთა ოჯახებსაც, ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის გარკვეულ დახმარებას გეგმავს, ეკლესიის დახმარება სავარაუდოდ სულიერების ფარგლებში იქნება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი