შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის უთხრა, რომ მან „ბრექსიტთან“ დაკავშირებით, მოლაპარაკებების ნაცვლად ევროკავშირს სასამართლოში უნდა უჩივლოს.
აღნიშნულის შესახებ BBC-ის ტერეზა მეიმ განუცხადა.
პარასკევს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრს რჩევა მისცა, მაგრამ მეიმ ეს ძალიან „ბრუტალურად“ მიიჩნია.
BBC-ის ჟურნალისტის, ანდრიუ მარის მიერ დასმული შეკითხვის - რა რჩევა იყოს ეს? - საპასუხოდ ტერეზა მეიმ განაცხადა: „მან მითხრა, რომ მე სასამართლოში უნდა ვუჩივლო ევროკავშირს და არ წავიდე მოლაპარაკებებზე“.
მან დაიცვა თავისი გეგმა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით და დაჟინებით მოუწოდა მის კრიტიკოსებს, მხარი დაუჭირონ მას.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს გააფორმოს სავაჭრო შეთანხმებები სხვა სახელმწიფოებთან, დაასრულოს ხალხის თავისუფალი გადაადგილება და დაასრულოს ევროპული სასამართლოს იურისდიქცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.