მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე ხორვატიის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის პირველი ნახევარი ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ფრანგები პირველი ნახევრის მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. ხორვატების კარისკენ დარტყმულ ბურთს მანჯუკიჩი თავით შეეხო, მეკარემ მისი აღება ვერ შეძლო, რის შედგადაც ანგარიში 1:0 გახდა.
მალევე, 10 წუთში, მატჩის პირველი ნახევრის 29-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელმა, ივან პერიშიჩმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 37-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც გრიზმანის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ხორვატელი ფეხბურთელი ხელით შეეხო, მსაჯმა ვიდეოკადრების ნახვის მერე ხორვატების კარში 11-მეტრიანის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
ანტუან გრიზმანის მიერ შესრულებული პენალტი ზუსტი აღმოჩნდა და 38-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახდა. სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ნახევარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.