1998 წლის შემდეგ საფრანგეთი ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა - ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებთან გამართული ფინალური შეხვედრა ანგარიშით, 4:2 დასრულდა
15-07-2018, 20:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე, ხორვატიის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. 

 

 

ფრანგები პირველი ნახევრის მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. ხორვატების კარისკენ დარტყმულ ბურთს მანჯუკიჩი თავით შეეხო, მეკარემ მისი აღება ვერ შეძლო, რის შედგადაც ანგარიში 1:0 გახდა.

 

 

 

 

 

მალევე, 10 წუთში, მატჩის პირველი ნახევრის 29-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელმა, ივან პერიშიჩმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 37-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც გრიზმანის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ხორვატელი ფეხბურთელი ხელით შეეხო, მსაჯმა ვიდეოკადრების ნახვის მერე ხორვატების კარში 11-მეტრიანის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

 


ანტუან გრიზმანის მიერ შესრულებული პენალტი ზუსტი აღმოჩნდა და 38-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახდა. სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა თამაშის პირველი ნახევარი.

 

 

 

 

მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით მაღალ ტემპში დაიწყო. 59-ე წუთზე პოლ პოგბამ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ფრანგები ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ - ანგარიში 3:1 გახდა.

 


65-ე წუთზე კი მბაპეს მიერ გატანილი გოლის წყალობით ფრანგები უკვე 3-ქულიანი სხვაობით გახდნენ ლიდერები.

 


მალევე, 69-ე წუთზე, მარიო მანჯუკიჩმა საფრანგეთის მეკარის დაუდევრობით ბურთის გატანა შეძლო და ანგარიში 4:2 გახდა.

 


4:2 - ამ ანგარიშით დასრულდა დღევანდელი მატჩი. საფრანგეთი 1998 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი