ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის თემში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ და სოფლებთან დამაკავშირებელი გზის გარკვეული მონაკვეთები დატბორა, ასევე საყრდენი ბურჯები ჩამოანგრია ხერიის ხიდს, შედეგად კი მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყდა და ამ დროისთვის მხოლოდ შემოვლითი საცალფეხო გზით სარგებლობს.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და სამაშველო სამსახურთან ერთად გზის გაწმენდით და აღდგენით სამუშაობში მონაწილეობდა. შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობას ორშაბათ დილიდან განაგრძობენ.

ძლიერი წვიმა ამ დროისთვისაც გრძელდება.
ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.