პაატა ბურჭულაძე ივანიშვილის მთავრობის წასვლის დღეს გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს
16-07-2018, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის „წაბრძანების“ შემდეგ, რაც მისი თქმით, ცოტა ხანში უნდა მოხდეს, გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს და გამოდის ინიციატივით, რომ „ის დღე გამოცხადდეს საქართველოში სიკეთის კეთების დღედ“.

 


აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 


„ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ ფონდ „იავნანას“ მეგობრები ვართ ასობით ათასი ადამიანი, ნუ შევუშინდებით, ჩვენ ისევ ცხოვრებას დავიწყებთ. ცოტა ხანი დაველოდოთ, როდესაც ეს მთავრობა წაბრძანდება და იმ დღეს მივცეთ გრანდიოზული, დიდი საქველმოქმედო კონცერტი და იმ დღეს ვინც გვეყოლება არჩეული ჩვენ პრეზიდენტი - ჩვენი პრეზიდენტი - მას ვთხოვოთ, რომ ის დღე გამოცხადდეს საქართველოში სიკეთის კეთების დღედ. და მე ველოდები და ეს დღე ალბათ, ძალიან მალე იქნება“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

უფრო ადრე მან „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ იმ პირობებში, როცა ქართულ სახელმწიფოში მისი მსგავსი პიროვნებაც კი არ არის დაცული, წარმოუდგენია რა დღეში შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა, რიგითი მოქალაქეები.

 


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხებული და პოლიტიკიდან წასული მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ ახლა ყველა იმ პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერია, ვინც „ოცნების“ წინააღმდეგ გამოდის.  მან ბიძინა ივანიშვილთან 2012 წელს გამართული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებაც დაანონსა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი