დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ აცხადებს, რომ მას „დაბალი მოლოდინები“ აქვს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ „შესაძლოა, რაიმე კარგიც“ მოხდეს
16-07-2018, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის წინ აცხადებს, რომ მას „დაბალი მოლოდინები“ აქვს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ „შესაძლოა, რაიმე კარგიც“ მოხდეს შეხვედრისას.

 


ტრამპისა და პუტინის შეხვედრას წინ უძღოდა პარასკევს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება 12 რუსი სადაზვერვო ოფიცრისთვის ბრალდების წაყენების თაობაზე, რაც მათი მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უკავშირდება.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ იგი პუტინთან შეხვედრისას აღნიშნულ საკითხს წამოწევს, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგი არ არსებობს.

 

 

მიუხედავად დაძაბულობისა, რაც მოსკოვის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უკავშირდება და მოწოდებებისა, გაუქმებულიყო შეხევდრა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება იმ ფარგლებში, როგორც ეს დაგეგმილი იყო, განაცხადა თეთრმა სახლმა.

 


ტრამპი და პუტინი ორშაბათს, 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდებიან.

 

 

რუსეთმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება შეხვედრის გამართვას.

 

 

„ჩვენ მივიჩნევთ ტრამპს მომლაპარაკებელ პარტნიორად“, განაცხადა კრემლის მრჩეველმა იური უშაკოვმა. „ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა დავიწყოთ მისი სწორი მიმართულებით წარმართვა“.

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს ბრალი ედებათ „დემოკრატიული პარტიის“ ოფიციალური პირების კომპიუტერებზე ჰაკერულ თავდასხმაში, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბა.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებები „კონსპირაციული სქემების“ ნაწილია და განიზრახავს „ატმოსფეროს დაზიანებას“ ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის წინ.

 


სერგეი ლავროვის უწყება ამბობს, რომ ათეულობით ოფიციალური პირის მიერ ჰაკერული თავდახმის სამხილები არ არსებობს.

 

 

მაგრამ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტაინი დაჟინებით ამტკიცებს, რომ „კონსპირატორთა მიზანი იყო გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე“.

 

 

პარასკევს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „დემოკრატიული პარტიის“ დემოკრატიულ-ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი.

 


გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენშტაინმა განაცხადა, რომ ათეულობით პირია ბრალდებული კიბერ თავდასხმებში.

 


რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხზე გამოძიებას სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს.

 

 

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურის ოფიცრებმა თავინათი კიბერ-თავდასხმები 2016 წლის მარტში დაიწყეს და მათ ჰაკერული თავდასხმები კონკრეტულად, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში დასაქმებულებისა და მოხალისეების კომპიუტერებზე განახორციელეს.

 


როზენშტაინის თქმით, რუსმა ოფიცრებმა „მალულად განახორციელეს კომპიუტერების მონიტორინგი, სისტემაში ასეულობით კომპიუტერის დამაზიანებელი კოდი შეიყვანეს და მოიპარეს ელექტრონული წერილები და სხვა დოკუმენტები“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი