გახდი მოხალისე! -არასამთავრობოები წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებენ
15-06-2015, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „ახალგაზრდული ცენტრი“, „პოზიცია“, ახალგაზრდა ადვოკატები“ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“ და „კეთილსოფელი“ 13-14 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებენ.


ორგანიზაციები ქალაქის რამოდენიმე უბანში მოქალაქეებისგან ჩაიბარებენ ტანსაცმელს, საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად.


„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მარჯანიშვილის მეტროსთან დღის 3 საათიდან 20 საათამდე გახსნის ბავშვების დასახმარებლად სპეციალურ პუნქტს. სადაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს: ტანსაცმლით, პამპერსით და სხვა საჭირო ნივთებით.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 50 11 88


„ახალგაზრდული ცენტრი“ ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი N44, მეორე სადარბაზო, პირველი სართული. 9 საათიდან 23 საათამდე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება. საკონტაქტო ინფორმაცია: 597 75 55 98


„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაგარინი, ვაზისუბნის ქუჩა N7. 10 საათიდან 19 საათამდე შეგიძლიათ მოიტანოთდახმარება. საკონტაქტო ინფორმაცია: 599 70 05 30


“პოზიცია“ ვერა, ტატიშვილის 19 კორპუსი 25 ბ. 10 საათიდან 19 საათამდე შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება. საკონტაქტო ინფორმაცია: 596 13 01 30


გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს.


აქცია გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში!!!

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი