ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას იგი იმ ფაქტორებს ასახელებს, რის გამოც ივანიშვილისთვის პრეზიდენტობა სულაც არ არის მომხიბლავი, პირიქით, „ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც“ კია.
„ბიძინა ივანიშვილს, ვისაც მე ვიცნობ, ნამდვილად არ ექნება სურვილი, ჩაებას კონკურენციაში. რა უჭირს საიმისო ბატონ ბიძინას, რომ გახდეს პრეზიდენტი?! მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ გზავნილი იმ ადამიანების მიმართ, საკუთარი თავის წარდგენა რომ უნდათ საპრეზიდენტო არჩევნებში; გადახედონ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს, შესაძლებლობებს და ტყუილად არ დახარჯონ არც თანხები და არც ენერგია. ბიძინა ივანიშვილს ერთი წუთითაც რომ გაეფიქრებინა პრეზიდენტობა, ეს იქნებოდა ასახული იმ კონსტიტუციაში, რომელიც უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ ყველაფერი, რაც პრეზიდენტის საქმიანობა იყო, უკვე ძირითადად „მიჭირხვნილია“. თანაც, ბიძინა ივანიშვილი არანაირ კრიტიკაზე ადეკვატური არ არის და ამიტომ პრეზიდენტობა მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, სამსახურში სულაც რომ არ მივიდეს, მაინც ყველაფერს მას დააბრალებენ. ისე, გამორიცხული არაფერია, შეიძლება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტოს და გახდება კიდეც პრეზიდენტი, მაგრამ ორ კვირაში შეიძლება, გადაიფიქროს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს“, აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.