ბიჭია დაღუპული ლაშა ფორჩხიძე, რომელსაც დედა არ ჰყავს, მამა არ ჰყავს, 90 წლის ბებია და ბაბუა ჰყავს სახლში", აცხადებს ტყიბულში, მინდელის შახტში ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი.
მისი თქმით, სამი თვის წინ მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს, თავადაც ძმა დაეღუპა.
„უსაფრთხოების ზომები რომ იყოს, იქ სიკვდილი არ იქნებოდა. ახლა მაინც ხომ უნდა გაფრთხილებულიყვნენ, რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ, ახლაც მკვდრების ბრალი იქნება.
სამი თვის წინ ძმა დამეღუპა, შვილი გადამირჩა, ახლაც ყველა ახლობელია. ყველა ნაცნობია", უთხრა „რუსთავი 2"-ს გარდაცვლილის ახლობელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.