იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25 შახტი დაილუქება.
როგორც ბესიკ ამირანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქნახშირის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი დაკითხვაზე იმყოფება.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გადაყვანილია პოლიციაში დაკითხვაზე", განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა დადგეს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.