სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა აქტიურ ფაზაში შევიდა. ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე დასრულდა გამოკითხვა, რომელიც მოქალაქეების ინტერესებსა და პრიორიტეტებს გამოავლენს.
აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„გამოკითხვის შედეგების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოქალაქეებისათვის ხვალ, 17 ივლისს, 16:00 საათზე, იმუნოლოგიის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მოხდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება სამოქალაქო ბიუჯეტის მთავარ პრინციპებზე, პროექტის კოორდინატორები მოქალაქეების კითხვებს უპასუხებენ. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი განსაზღვრა. სამოქალაქო ბიუჯეტი წყალტუბოში წელს პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით დაინერგა“, ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.