ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელმა სპასოვკამ „ღორჯომლობის“ დღესასწაულს უმასპინძლა.
„ღორჯომლობა“ 14 ივლისს ჩატარდა. გაიმართა სხვადასხვა სახის წარმოდგენები: ფეხბურთის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელშიც სპასოვკის ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს. „ღორჯომლობას" აფორმებდნენ ქართული ცეკვებით, სიმღერებით, ლექსებით.
დღესასწაულს ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი, მისი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მერიას სამსახურების უფროსები და სხვა თანამშრომლები.
ღონისძიების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით.
„ღორჯომლობა’’ მეორე წელია რაც იმართება. შემდგომში ღონისძიება მრავალფეროვან ხასიათს შეიძენს და ექნება ახალი სახელწოდება „ერთობა“, აღნიშნულია ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.