„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან.
კობახიძის განცხადებაზე, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტი პოზიცია სწორი ზომების მიღების საშუალებას არ იძლეოდა, პარტიის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ დაწყებულია გიორგი კვირიკაშვილის დევნა.
„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე პირადად და მის კადრებზე. ეს იმიტომ, რომ მან გაბედა სულ მცირედი ურჩობა ივანიშვილისადმი. დღეს უკვე აბსურდიც კი დააბრალეს, თურმე, საქართველოში რაც კი რამე აფეთქებები მოხდა მაღაროში და სხვაგან, ეს ყოფილა კვირიკაშვილის ბრალი. არ ამბობენ, რომ ის მთავრობა, რომელსაც დააბრალეს დღევანდელი უბედური შემთხვევა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობით არის", განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.