პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მთავარი პრკურორის კანდიდატურის განხილვის დროს, ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
თინა ბოკუჩავამ ტრიბუნაზე გამოსვლისას მმართველი გუნდი და ეკა ბესელია ჯაშუშების საპატიმროებიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ ბესელიამ ბოკუჩავას მიმართა და უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას ოქროს ნივთებს ჩუქნიდა.
„ქალბატონო ბოკუჩავა, სააკაშვილი როცა ჩემ ოჯახს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში ერთ-ერთი თქვენ იყავით, ოქროს ნივთებს გიგზავნიდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას გამოსვლის შემდეგ სიტყვა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. რის შემდეგაც ემოციურ ფონზე, ბოკუჩავამ ეკა ბესელიას „სამარცხვინო და მაიმუნი ქალი" უწოდა.
„შენი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი მე NDI-ში, დაგავიწყდა ხომ? შე, სამარცხვინო ქალო, შენა. შენ გგონია, რომ გაგივა ხომ ეს ყველაფერი. 2004 წელს, მე ვსწავლობდი დაფინანსებით, ამერიკის დაფინანსებით, შენი ყაჩაღი შვილივით, დანით კი არ დავრბოდი.... კარგად იცი შენ ჩემი წარსული და ამიტომ ენას კბილი დააჭირე შე, მაიმუნო ქალო“, უთხრა თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.