თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა.
თათბირს მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
სამუშაო თათბირს მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მოადგილე მერაბ სირაძე, მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ბონდო სოფრომაძემ თანამშრომლებისაგან მოისმინა ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ და მიმდინარე სამუშაოებსა და გეგმებს გაეცნო.
მან ასევე, დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები გასცა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.