თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, თუ საკუთარი თვალით არ ნახავენ ცხოველს, დაუზუსტებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის, ინტერნეტში მოპოვებული ფოტოებისა და ფოტომონტაჟების გავრცელებისგან იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან ლომები, ვეფხვები, მგლები, დათვები, გველები და ა.შ.
ჩვენ უბრალოდ მსგავს ე.წ. დაზუსტებულ ინფორმაციას უყურადღებოდ ვერ ვტოვებთ და იძულებულნი ვხდებით, ჩვენი ვეტექიმების ჯგუფი გავგზავნოთ ყველა იმ მისამართზე, საიდანაც საგანგაშო ზარი შემოდის.
თუმცა, სტიქიის ღამიდან დღემდე არც ერთი ცხოველი არ იქნა ნაპოვნი ქალაქში, არც ცოცხალი და არც მკვდარი.
აქაც ბევრი ცხოველია მძიმე მდგომარეობაში, ჩვენი ვეტექიმების რესურსი აქაც ძალიან საჭიროა. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ მსგავს ინფორმაციას თუ საკუთარი თვალით არ ნახავთ ცხოველს!!! დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირ დაუკავშირდით 112-ს“,-ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სტიქიამ თბილისში ათობით ცხოველის სიცოცხლეც შეიწირა, დედაქალაქი კი ზოოპარკის გარეშე დარჩა. თუ რამდენი ცხოველი ემსხვერპლა სტიქიას, ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის. დატბორილი თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების ნაწილი გაიქცა, ნაწილის დაძინება და ზოოპარკის ტერიტორიაზე დაბრუნება მოხერხდა. დაკარგულ ცხოველებს ამ დრომდე ეძებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.