რამდენიმე წუთის წინ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, პრეზიდენტის სასახლეში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე გამართული შეხვედრა დასრულდა.
პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილ საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები ახლა სამუშაო სადილზე იმყოფებიან. ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პირადი შეხვედრა პუტინთან „ძალიან კარგი დასაწყისია“.
„მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი დასაწყისია. ძალიან, ძალიან კარგი დასაწყისია ყველასათვის“, თქვა ტრამპმა სადილზე.
მას არ უთქვამს, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს.
ამ წუთებში წესით ტრამპის და პუტინის ერთობლივი პრეს-კონფერენცია უნდა იმართებოდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მათი შეხვედრა გაცილებით მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, პრესკონფერენციის დრომაც გადაიწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.