OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ყირგიზეთის დელეგაცია, პრემიერ მინისტრის მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით ეწვია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო.
„მხარეები მიესალმნენ ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას ღია მმართველობის სამიტში და აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.
მუჰამადკალი აბილგაზიევი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ყირგიზეთის პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს OGP-ის სამიტზე.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს შესაბამის უწყებებში", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.