მამუკა ბახტაძე სამხედრო მოსამსახურეებს: ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ეს მცირერიცხოვანი ერი ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს - პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირი ჯარისკაცები
16-07-2018, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს; ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციაზე შეკრებილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.

 

 

მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო. მამუკა ბახტაძემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბახტაძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" მიზნებზე და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილ მეომრებზე ზრუნვის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

 

„ეს ადამიანები ჩვენი სიამაყეა, ისინი ჩვენი გმირები არიან. მათი თავდადება სამაგალითოა და მათ მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. აქამდე, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებობდა ფონდი, რომელიც მუშაობდა მეომრებზე ზრუნვის კუთხით. ფონდთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორიც არის Give an Hour, AFF და ბევრი სხვა და სწორედ მათი დახმარებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ საქველმოქმედო ფონდების სახელმწიფო უწყებებში არსებობა არ არის საუკეთესო პრაქტიკა. დღეიდან ჩვენ ამ მიმართულებითაც თანამედროვე სტანდარტს ვამკვიდრებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ამ საკითხზე კერძო კომპანია იღებს პასუხისმგებლობას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ მინისტრმა კომპანია „სილქნეტს" მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოში ფილანთროპიის კულტურის დამკვიდრების აუცილებლობას.

 


„ძალიან ბევრი მეწარმე თუ ბიზნესმენი აქტიურობს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციები და კულტურა და მინდა, ყველა მეწარმეს მივმართო, შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. ეს იქნება სწორედ ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში საზოგადოება და საზოგადოებრივი მოძრაობები ვითარდებიან. ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა გაუძლო, შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს. ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი ყველა ჯარისკაცი", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, სამხედრო მოსამსახურეები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი