დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია
16-07-2018, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უნდა მონახონ თანამშრომლობის შემდგომი გზები.

 

 

 

(იხილეთ პრესკონფერენცია 35-ე წუთიდან).

 

  


„შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, როგორც არის დღეს, მაგრამ ის შეიცვალა 4 საათის წინ“, განაცხადა ტრამპმა.

 


მისი თქმით, პუტინთან საუბარი შეეხო ბირთვულ განიარაღებას და გაუვრცელებლობას, რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს, რომელიც შეეხო ორივე ქვეყანას. მან ასევე აღნიშნა, რომ ისაუბრეს სირიის კონფლიქტზე. ტრამპმა თქვა, რომ ამერიკამ შეძლო ისლამური რადიკალიზმის მოსპობა სირიის ტერიტორიაზე.

 

 

„უთანხმოებები ჩვენს ორ ქვეყანას შორის კარგად არის ცნობილი და პრეზიდენტმა პუტინმა და მე ხანგრძლივად ვისაუბრეთ ამაზე დღეს“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა: „ჩვენ ჩავატარეთ ბრწყინვალე საარჩევნო კამპანია და ამიტომაც ვარ მე პრეზიდენტი“.

 


უფრო ადრე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს არ ჩარეულა ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არჩევნებში.

 


პარასკევს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული დაზვერვის 12 ოფიცერს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებზე ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი.

 

 

მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინს შეკითხვა დაუსვეს.

 

 

„მე თავად ვიყავი დაზვერვის ოფიცერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და იმედი მაქვს, რომ ასევე ფიქრობთ თქვენს ქვეყანაზეც. გჯერათ, რომ შეერთებულ შტატებში დემოკრატიაა?“ განაცხადა პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ „თუ თქვენ ამის გჯერათ, ეს საქმე (რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევა) სასამართლოს და არა სპეცსამსახურების მიერ უნდა იქნეს განხილული“, რათა საბოლოო ჭეშმარიტება დადგინდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი