„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა
16-07-2018, 19:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ დღეიდან სათავეში კომპანია „სილქნეთი“ ჩაუდგება. რესპუბლიკა ივენთოლში „სილქნეთის“, „სილქროუდ ჯგუფისა“ და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მონაწილეობით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. სპეციალურად მიწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.

 

 

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს. სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება დაჭრილი და დაშვებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაარსების შესახებ ინიციატივა იმ მნიშვნელოვანი წამოწყების გაგრძელებაა, რომელიც 2016 წლიდან ფონდის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედებდა და სამხედრო მოსამსახურეებს ემსახურებოდა. აღნიშნული ინიციატივით გაფართოვდება პოტენციური დონორების წრე.

 


კომპანია „სილქნეტი“ პროექტის განვითარებისთვის ყოველწლიურად 100 000 ლარს გაიღებს და ფონდის მხარდამჭერთა ზრდაზე იზრუნებს. ამ ეტაპზე ფონდის დაფინანსებაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“, კომპანიამ „ჯი დი ალკომ“ და სავარჯიშო დარბაზმა "წრემ".

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი