2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა კიდევ ერთხელ უარყო დონალდ ტრამპმა, რომელმაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიმდინარე პრესკონფრენციაზე განაცხადა: „ჩვენ ჩავატარეთ ბრწყინვალე საარჩევნო კამპანია და ამიტომაც ვარ მე პრეზიდენტი“.
უფრო ადრე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს არ ჩარეულა ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არჩევნებში.
პარასკევს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული დაზვერვის 12 ოფიცერს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებზე ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი.
მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინს შეკითხვა დაუსვეს.
„მე თავად ვიყავი დაზვერვის ოფიცერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და იმედი მაქვს, რომ ასევე ფიქრობთ თქვენ ქვეყანაზეც. გჯერათ, რომ შეერთებულ შტატებში დემოკრატიაა?“ განაცხადა პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ „თუ თქვენ ამის გჯერათ, ეს საქმე (რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევა) სასამართლოს და არა სპეცსამსახურების მიერ უნდა იქნეს განხილული“, რათა საბოლოო ჭეშმარიტება დადგინდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.