2018 წლის 15 ივლისს მოსულმა უხვა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზიანა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის საგზაო ინფრასტრუქტურა.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. არაგვმა დააზიანა სოფლებთან: ჩოხთან, დუმაცხოსთან, ბურსაჭირთან, ათნოხთან, გამსისთან და ჭალივერნთან მისასვლელი საავტომობილო გზები და საცალფეხო ხიდები. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა და ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრება.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, რომელთაც დაათვალიერეს ადგილზე არსებული ვითარება და მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნენ.
ამ ეტაპზე, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენილია სოფლებში მისასვლელი დროებითი გზები, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მუშაობს სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია, რომელიც დაადგენს მიღებული ზარალის ოდენობას, რათა უმოკლეს ვადაში დაიწყოს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.