იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა:
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის პროექტის „იტალია- საქართველო - გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის“ ფარგლებში;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კარაბინიერების კორპუსს შორის;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრ „საქართველოსა“ და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის;
• შეთანხმებას მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;
• თანამშრომლობის პროგრამას, სამეცნიერო ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
• შეთანხმებას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების გაერთიანებას „COTEC“ შორის;
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.