პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის
15-06-2015, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის. საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოხალისეების, მაშველების, ეროვნული გვარდიის და პოლიციის როლი განსაკუთრებით აღნიშნა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხოლო კერძო კომპანიებს - ტექნიკით, სურსათით და დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო ნივთებით უანგარო დახმარებისთვის.

 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას, მაქსიმალურად შეეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება. ამან ერთგვარი შვება მისცა სამუშაოების წარმოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გავიჭირვოთ და შევზღუდოთ ავტომობილებით გადაადგილება, რათა ამან ხელი არ შეუშალოს სარეაბილიტაციო სამუშოების წარმოებას. მე მჯერა ხალხის სოლიდარობის და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას გაითვალისწინებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიას და აღნიშნა, რომ მოვლენების სწორად გაშუქება და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მთავრობას პროცესების სწორ მართვას უმარტივებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი