ნინო ლომჯარია: პოზიტიურ აღნიშვნას იმსახურებს პრემიერ მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შახტების შეჩერების განმავლობაში დასაქმებულებისათვის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს
17-07-2018, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველი მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

 

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კონკრეტულად ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, 15 ადამიანი გარდაიცვალა (2016 წლის ოქტომბერში – 1, 2017 წლის მაისში – 4, 2018 წლის აპრილში – 6 და 2018 წლის 16 ივლისს – 4 ადამიანი).

 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე.

 

 

ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახალხო დამცველი მიესალმება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ტყიბულის შახტები დაიხურება გამოძიებისა და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასრულებამდე.

 

 

მიმდინარე წლის აპრილში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სწორედ კომპლექსური აუდიტის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, ტყიბულის შახტები გააგრძელებდა ოპერირებას თუ დაიხურებოდა. დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობას უნდა ეზრუნა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე და დასაქმების ალტერნატიული წყაროების შექმნაზე. თუმცა, სხდომიდან სამი თვის გასვლის შემდეგაც ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები შედეგები ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

 

 

ამასთანავე, პოზიტიურ აღნიშვნას იმსახურებს პრემიერ მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შახტების შეჩერების განმავლობაში დასაქმებულებისათვის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

 

 

სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების სისტემური ხარვეზები და ნაკლოვანებები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებზე გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, დროულად და სრულყოფილად და ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომა, რათა სამომავლოდ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შრომის უსაფრთხოების დარღვევა და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების დაღუპვა და მათი ჯანმრთელობის დაზიანება.

 

 

სახალხო დამცველი წინამდებარე საქმეზე თვალს მიადევნებს როგორც გამოძიების მიმდინარეობას, ასევე საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის პროცესს", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი