საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა. ქართულ ქვედანაყოფს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის მეთაური, მაიორი გოგი ნოზაძე მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.
II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული როტაციის წესით IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.