ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია გლდანის საპატიმროში ბრალდებულს დაკითხავს
17-07-2018, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისია დღეს, გლდანის საპატიმროში, ერთ-ერთ ბრალდებულს, მერაბ მორჩაძეს დაკითხავს.

 


საგამოძიებო კომისიას კონკრეტული კითხვები გააჩნია ბრალდებულის მიმართ, რაც გამოძიების წინსვლას ხელს შეუწყობს.

 


კომისიამ გუშინ საღამოს ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაკითხა, რომელიც შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით სერგი კაპანაძემ კომენტარი გააკეთა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმით, აქამდე მიღებული ინფორმაცია გამოძიების წინსვლას ხელს უწყობს.

 


„გვექნება შეხვედრა ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. მასთან გვექნება შეხვედრა გლდანის ციხეში და საუბარი გვექნება კონკრეტულად მის ეპიზოდთან დაკავშირებით. ეს არის მოწმეზე ზეგავლენის მოხდენის ეპიზოდი. ასევე დავკითხეთ ერთ-ერთი არასრულწლოვანი. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, ვინაიდან მის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა.  არასრულწლოვანი ინფორმატიული იყო. ჩვენ ამ ინფორმაციას გავაანალიზებთ და საბოლოოდ დასკვნისთვის გამოგვადგება. აქამდე მიღებული ინფორმაციის ხარჯზე გამოძიება წინ მიიწევს“, განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი