იერუსალიმის ხეობაში 9 000 წლის ნეოლითური ქალაქი აღმოაჩინეს
17-07-2018, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როდესაც იერუსალიმთან ახლოს ეს ვრცელი ქალაქი აშენდა, ხალხი შემგროვებლობა-ნადირობიდან მიწათმოქმედებასა და ფერმერობაზე გადადიოდა. ქალაქი სავსე იყო ქვის სახლებითა და წითელი იატაკის მქონე საკვების მარაგისთვის შექმნილი ნაგებობებით.



დიდ ტერიტორიაზე გაშლილი, აყვავებული ნეოლითური ქალაქი, რომელიც 9 000 წლით თარიღდება, მოცაში, იერუსალიმის მთების ძირში აღმოაჩინეს. ამ ადგილას, სადაც რამდენიმე ათეული ქვის სახლი, შედარებით დიდი შენობები, რომლებიც შესაძლოა ტაძრები ყოფილიყვნენ, და ადამიანის ჩონჩხები აღმოაჩინეს, იგეგმებოდა ახალი გზის გაყვანა. სწორედ ეს გახდა აღმოჩენის მიზეზი.



აღნიშნულთან დაკავშირებით სტატიას Haaretz-ი აქვეყნებს, მის ქართულ თარგმანს კი GUARDIAN.GE გთავაზობთ.

 


მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძველ კოლონიებს არ ჰქონდათ საკმარისი „კულტურა“ ამხელა ქალაქის გასაშენებლად, მცდარი აღმოჩნდა. ამ ქალაქს შეეძლო ათასობით ადამიანის უზრუნველყოფა. მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია, რაც დიდად არ განსხვავდება ახლომდებარე სოფელ აბუ გოშისგან. თუმცა, ქალაქი გაურკვეველი მიზეზებით დატოვეს 400 წლის შემდეგ. აღნიშნული ფაქტიდან 5000 წლის შემდეგ ქალაქი რომაელებმა განაახლეს და იქვე დასახლდნენ.

 


ისრაელელები კარგად იცნობენ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას: ეს ადგილი მდებარეობს თელავივსა და იერუსალიმს შორის, მთავარ გზატკეცილთან ახლოს მდებარე ხევში, რომლის თავზეც ამჟამად ხიდია გადებული.

 


ქალაქის ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა რიგით მეორეა ამ ტერიტორიაზე. შუაფატში 7000 წლის სახლები აღმოაჩინეს, რომლებშიც ხალხი ასეული წლების განმავლობაში სახლობდა.

 


წითელი ტაძრები

 


ნეოლითური მოსახლეები ქვის აგურებს კაჟის დახმარებით ამზადებდნენ. ისინი ხის  პალოების დახმარებით ამუშავებდნენ ქვებს. ქვის აგურებს ტალახით ამაგრებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სველი ამინდის შემდეგ კედლებს გამაგრება სჭირდებოდა. ქალაქი ორი ნაკადულის შესართავთან მდებარეობს.

 


ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა 9 000 წლის წინათ მოახერხეს შემგროვებლობისა და ნადირობის მიწათმოქმედებით ჩანაცვლება, რისთვისაც სხვა ტომებს ათასწლეულები დასჭირდებოდა.



მოცას ქალაქი არ არის ერთადერთი დიდი დასახლებული პუნქტი. ჰამოუდ ხალაილმა Haaretz-თან საუბრისას განაცხადა: „არიან სხვებიც, უმეტესად იორდანიაში, მაგრამ, არც ერთი მათგანია სრულად ამოთხრილი. რამდენიმე სოფელს ისრაელშიც შეხვდებით, მაგალითად ჰულას ხეობა, რომელიც ადრე ჭაობიანი იყო“.

 


„იმ დროისთვის ნეოლითური დასახლებები ყვაოდა. ხალხს, რომელიც მონადირებული ვირთხებითა და მოკრეფილი ხილით თავის რჩენას შეეშვა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ჰქონდა იმის დრო და შესაძლებლობა, აეგო არა მარტო ქვის სახლები, არამედ თავშეყრის ადგილები, რომელთა კონსტრუქციის ტიპი უფრო მონუმენტურია. ეს ნაგებობებიც მოცაში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა“.

 

 



„ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვფლობთ ინფორმაციას, თუ რას აკეთებდნენ ძველად ამგვარ ნაგებობებში. თუმცაღა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით. ეს ნაგებობები საოცარი ოსტატობითა და სიფრთხილით არის აშენებული, რაც შენობისადმი პატივისცემის გამომხატველია“.



„საცხოვრებელ სახლებში იატაკად მხოლოდ და მხოლოდ ბათქაში გამოიყენებოდა. მაგრამ, ზემოთ ხსენებულ ნაგებობებში წითელი ფერის უკეთესი ხარისხის ბათქაშს ვხვდებით“.



„საცხოვრებელ სახლებსა და თავშეყრის ადგილებს შორის განსხვავება ხელსაწყოების ნაკრებები იყო, რაც იმას ამტკიცებს, რომ თავშეყრის ნაგებობებში რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა“.



ხალაილი ირწმუნება, რომ ეს წითელი ფერი რაღაცას აუცილებლად უნდა ნიშნავდეს. საბედნიეროდ, არქეოლოგებს ამ ნაგებობებში ძალადობის კვალი არ შეუნიშნავთ. „ხალხი ღმერთებს თაყვანს ოდითგანვე სცემდა, რაც დაამოწმა ანატოლიაში, გიობექლი-ტეფეში მდებარე 12000 წლის ტაძარმა“.



ჰამოუდ ხალაილი ფიქრობს, რომ ამ ხელსაწყოებსა და ნაგებობებს რელიგიური შინაარსი უნდა ჰქონდეს, რაც კაცობრიობას ოდითგანვე მოჰყვება.



ადამიანთა ევოლუცია



ხალაილის თქმით, ნაყოფიერი მოცას ხეობა უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ეს ნეოლითური ქალაქი იმ დროისთვის ადამიანთა ქმედების ყველაზე დიდი ცენტრი იყო მიმდებარე ტერიტორიაზე.



ორგანულმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ბინადრები მიირთმევდნენ მცირე ზომის ანტილოპებს, დათვებს, მაჩვებს, კურდღლებსა და ნებისმიერ მღრღნელს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ. ისინი ასევე იკვებებოდნენ ცხვრებით, თხებით, ღორებითა და ძროხებით, რომლებიც ნაწილობრივ მოშინაურებულები იყვნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ბინადრები სოფლის მეურნეობაზე გადადიოდნენ და შესაბამისად, მცენარეებისა და ცხოველების მოშენება ჯერ კიდევ არასრულყოფილი იყო. მაგალითად, თხის მოშიანურება მხოლოდ 11 000 წლის წინ მოახერხეს მესოპოტამიაში. ცხვარი პირველად ანატოლიაში მოიშინაურეს 10 000 წლის წინ.



მოცას თხები შედარებით გარეულები იყვნენ, რომლებსაც იმ ტერიტორიაზე ბევრს ნახავდით.  როგორც ხალაილი ამტკიცებს, მობინადრეები ახალშობილ თხებს დედისგან შორს, საცხოვრებელ სახლში გადაიყვანდნენ და როდესაც თხა მშობლებად ადამიანებს აღიქვამდა, მეტად დამყოლი ხდებოდა.



„ჩვენ ვიცით, რომ ტახები მოშინაურებული ჰყავდათ. ამას ის ამტკიცებს, რომ მათი ეშვები საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო. როდესაც ტახი თავისით შოულობს საკვებს, ეშვები უფუჭდება. ადრეულ ხანაში მათ ხაფანგებით იჭერდნენ“, დაამატა ხალაილიმ.

 

 



მეცნიერებმა ხორბლის, ქერის, ლობიოს მარცვლებისა და მუხუდოს კვალი აღმოაჩინეს. იმ დროისთვის ქერი მხოლოდ ათასწლეულის აღმოჩენილი იყო. როგორც ცნობილია, ლობიო პირველად გალილეში მოიყვანეს 10 000 წლის წინათ.



როგორც ჩანს, მაშინ ბარაქიანი პერიოდი ედგა ქალაქს. თუმცა, დეტალები მაინც უცნობია, თუ როგორ დაიწყეს ბინადრებმა მიწათმოქმედება და ცხოველების მოშინაურება. გალილეში აღმოაჩინეს მეორე ასეთი ტიპის დიდი დასახლება, რომელიც 12 000 წლით თარიღდება. ქალაქები აღმოჩენილია იორდანიასა და თურქეთშიც.



„ნეოლითურ პერიოდში გარკვეულ ტერიტორიაზე ათასზე მეტი ადამიანი როდესაც ცხოვრობს, ეს უკვე სოფელი აღარაა, ქალაქია“, განაცხადა ხალაილიმ.



ახალშობილების ცხოვრება



საცხოვრებელი სახლების იატაკი ბათქაშით იყო დაფარული და სისუფთავეს ინარჩუნებდა, ამიტომაც პატარა ბავშვების ცხოვრების შესახებ ცოტა მინიშნებები გვაქვს.



ბათქაშის ქვეშ ჩანასახის პოზაში ათამდე ადამიანია დასაფლავებული.



ხალაილი განმარტავს, რომ პირველად, კაცობრიობის ისტორიაში, ბავშვებსა და ახალშობილებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ.  

 

 



თეორიის თანახმად, აგროკულტურაზე გადასვლამ ბავშვებისადმი დამოკიდებულება შეცვალა.



„შემგროვებლობისა და ნადირობის პერიოდში, როდესაც ახალშობილი დაიღუპებოდა, არ ასაფლავებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახალშობილის ნამარხები აღმოჩენილი არ არის“, დაამატა მან. „როდესაც ხალხი სოფლის მეურნეობაზე გადავიდა, უკვე ჩნდება ნამარხები, სადაც ახალშობილები ან ბავშვები არიან“.



იმ დროისთვის მოსახლეობის განაწილება ნორმალური იყო, თუმცა ზოგიერთ გვამს თავის ქალა აკლდა.

 

 

ღმერთი, თუ ბაბუა კედელზე

 


არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იმ „დაკარგული“ თავის ქალებით რელიგიურ რიტუალებს აღასრულებდნენ.



9 500 წლის თავის ქალებს ყველგან შეხვდებით ამ ტერიტორიაზე, სამხრეთ ისრაელიდან თურქეთამდე. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს თავის ქალები წინაპრების კულტს უკავშირდება, რამაც გამოიწვია ნეოლითური კომპლექსური საზოგადოების ჩამოყალიბება.



ხალაილიმ შეცვალა ეს თეორია და ამბობს, რომ როდესაც თემის ლიდერი გარდაიცვლებოდა, მის თავის ქალას ნიღბად აკეთებდნენ.



თავის ქალას გაწმენდნენ ბათქაშით და შემდეგ ღებავდნენ. ამის მერე თავის ქალას ხალხის თავშეყრის ადგილას დაკიდებდნენ და მომავალი ლიდერის გამოჩენამდე იქ რჩებოდა.

 

 



„ეს ჩვევა კედელზე დაკიდებულ ბაბუის ფოტოსურათს გავს. იქამდე ჰკიდია, სანამ სახლს არ გაარემონტებ“, განაცხადა ხალაილიმ.



ვარდის აქვს თეორია, თუ რატომ იყვნენ ლიდერები საჭირონი. „მოხეტიალეთა გუნდს მცირე დაძაბულობაც საფრთხეს უქმნის და დაშლისკენ უბიძგებს. როდესაც სადმე დასახლდები, ბევრი საკითხია, რაც დაძაბულობის გამომწვევია და ასეთ ვითარებაში აუცილებელია პიროვნება, რომელიც მარტივად გადაჭრის საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებებს“, აცხადებს ვარდი.



არქეოლოგებმა თიხის ნაკეთობები ვერ აღმოაჩინეს. თიხაზე მუშაობა ნეოლითური კულტურის ნაწილია. ქვის ხელსაწყოებთან ერთად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნეოლითური ქალაქი, სადაც ნამგლისებრ დანებს, ისრებს, ნაჯახებსა და შუბებს მიაკვლიეს. აღმოჩენილი, ვულკანური წარმოშობის დამსხვრეული ხმლები სათავეს ანატოლიიდან იღებენ.  ვარდის ვარაუდით, ობსიდიანელები სამხრეთით შემთხვევით მოხვდნენ ვაჭრობისას.



8 700 წლის წინათ ქალაქი გაუკაცრიელდა. მიზეზი უცნობია. ვარდის მტკიცებით, რესურსები ამოიწურა. შესაძლოა რაიმე სახის ეპიდემია გავრცელებულიყო. იქაურობა მტვერმა მოიცვა და ნეოლითური ქალაქი ყველამ დაივიწყა. დაახლოებით ძვ.წ. 200 წელს რომაელებმა განაახლეს ქალაქი და იქვე დასახლდნენ.

კომენტარები: 184
#184   Mei
      
References:


Online Casino Echtgeld Erfahrung

References:
https://enregistre-le.site/item/605577
14 აპრილი 2026 11:21
#183   Stevie
      
References:


Echtgeld casino erfahrungen

References:
https://codimd.communecter.org/kN6B24pmSEawckOqj77QCA/
7 აპრილი 2026 02:35
#182   Emerson
      
6 აპრილი 2026 16:42
#181   Cheryle
      
References:


Instant Casino Live Chat

References:
https://urlscan.io/result/019d5817-5422-748f-b588-8f14aa1a1eb2/
6 აპრილი 2026 11:51
#180   Florene
      
References:


Online casino echtes geld gewinnen

References:
https://pads.zapf.in/s/vllVxVh5-G
6 აპრილი 2026 06:37
#179   Keesha
      
References:


Slot games download

References:
https://molchanovonews.ru/user/quartzwallet7/
6 აპრილი 2026 03:57
#178   Robin
      
References:


Online casino echtgeld paysafecard

References:
http://qa.doujiju.com/index.php?qa=user&qa_1=peruactive14
6 აპრილი 2026 02:52
#177   Marvin
      
References:


Instant Casino Bonus Code

References:
https://to-portal.com/pastryfloor4
6 აპრილი 2026 01:44
#176   Kattie
      
5 აპრილი 2026 14:04
#175   Stefanie
      
References:


Instant Casino anmelden

References:
https://actualites.cava.tn/user/canlyric2/
5 აპრილი 2026 11:54
#174   Klara
      
References:


12 week steroid cycle before and after

References:
https://aryba.kg/user/juicecell12/
1 აპრილი 2026 13:08
#173   Soila
      
harrah's casino


https://mmcon.sakura.ne.jp:443/mmwiki/index.php?bookcycle4 mmcon.sakura.ne.jp


https://diego-maradona-ar.org/user/bookperson8/ diego-maradona-ar.org


https://www.garagesale.es/author/stepbridge6/ www.garagesale.es


https://etuitionking.net/forums/users/tulipsleep5/ https://etuitionking.net


https://ecuadorenventa.net/author/bookguilty0/ ecuadorenventa.net


https://burns-jamison.federatedjournals.com/ozwin-casino-tournament-bonus-prize-
pool-up-to-20-260-50-credits-new-year-special-march-2026 burns-jamison.federatedjournals.com


https://pads.zapf.in/s/gjK_ZM0s64 https://pads.zapf.in/


http://gojourney.xsrv.jp/index.php?selfinch7 gojourney.xsrv.jp


https://www.giveawayoftheday.com/forums/profile/1726034 https://www.giveawayoftheday.com/forums/profile/1726034


https://blogfreely.net/bitesushi1/popular-aussie-slots-at-bizzo-casino-aus-for-l
ocal-players-jgda-ri-ben-guroundaiyamondoxie-hui https://blogfreely.net/bitesushi1/popular-aussie-slots-at-bizzo-casino-aus-for-l
ocal-players-jgda-ri-ben-guroundaiyamondoxie-hui


https://pad.geolab.space/s/_BbdpgCsB pad.geolab.space


https://postheaven.net/bitepastry9/javascript-is-not-available postheaven.net


https://instapages.stream/story.php?title=lucky-elf-casino-review-australia-2026
-8000-bonus-free-spins instapages.stream


https://notes.bmcs.one/s/tgWGVeBW9 https://notes.bmcs.one/s/tgWGVeBW9


https://onlinevetjobs.com/author/scarfmap0/ https://onlinevetjobs.com


https://forum.issabel.org/u/beetbone6 https://forum.issabel.org/u/beetbone6


https://md.un-hack-bar.de/s/2B4A_MMeyH https://md.un-hack-bar.de/s/2B4A_MMeyH


https://www.giveawayoftheday.com/forums/profile/1724532 giveawayoftheday.com

References:
https://blogfreely.net/stepboard4/australia-online-casinos-30-best-casino-sites-
2026
19 მარტი 2026 05:26
#172   Berenice
      
18 მარტი 2026 06:41
#171   Evan
      
anabolic process definition

References:
diego-maradona.com.az
3 მარტი 2026 10:41
#170   Myrtis
      
medicinal steroids side effects

References:
molchanovonews.ru
3 მარტი 2026 09:40
#169   Mikki
      
blackjack practice

References:
forum.karnex.in
1 მარტი 2026 03:32
#168   Kathrin
      
animal supplement stacks

References:
marquez-ogden.mdwrite.net
26 თებერვალი 2026 12:56
#167   Benedict
      
winstrol for sale usa

References:
bookmarkstore.download
26 თებერვალი 2026 10:09
#166   Sterling
      
how much steroids cost

References:
aryba.kg
26 თებერვალი 2026 08:56
#165   Denise
      
gnc appetite suppressant energy booster

References:
bbs.pku.edu.cn
26 თებერვალი 2026 08:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი