ოპოზიციური პარტიების კანდიდატმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, არმაზ ახვლედიანმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ახვლედიანის თქმით, თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება, ყველა მინისტრი შეიცვლება. მისივე განცხადებით, ოთხივე კანდიდატი, რომლებიც მის მისტრთა კაბინეტშია წარმოდგენილი, პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გამოირჩევა.
„მზად ვართ ავიღოთ პასუხიმგებლობა, შევქმნათ უპროცედენტოდ გამჭვირვალე, სრულიად ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის სამსახურში. გთავაზობთ სწორედ ასეთ გუნდს. ირინა ხაჟალია ჩვენი მთავრობის დამტკიცების შემთვევაში გაუძღვება განათლების სამინისტროს, ჩვენი მთავრობისთბის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ განათლება და კულტურა. მზია დიდმანიძე უხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს, მალხაზ ნაკაშიძე ეკონიმიკისა და ფინანსთა სამინისტროს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩავაბარებთ ჯემალ ცეცხლაძეს”, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არმაზ არხვლედიანის კადიდატურა პრეზიდენტს ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შესთავაზა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის უმრავლესობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეა, მან მისი მინსტრთა კაბინეტი გუშინ, 16 ივლისს წარადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.