ლაშხეთის თემში სტიქიამ ახლადაღდგენილი ხერიის ხიდი მწყობრიდან გამოიყვანა - ლენტეხის მერი ვარაუდობს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შემოდგომაზე მოხდება
17-07-2018, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის თემში სტიქიის შედეგად ხერიის ხიდი, ასევე სოფლების, ხერიისა და ნაცულის გზები დაზიანდა. როგორც ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, დაზიანებული ხიდი, რომლის საყრდენი ჯებირიც უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა წაიღო, სავარაუდოდ, შემოდგომაზე აღდგება, მანამდე კი, ხერიის ხიდი, რომელიც დაახლოებით, ორი კვირის წინ აღდგა, ადგილობრივებისთვის მხოლოდ საფეხმავლოდ გამოიყენება და საავტომობილო ფუნქცია დაკარგული აქვს.

 

 

 

 

„სტიქიის დროს, ხერიის ხიდის დამცავი ჯებირი წყალმა წაიღო და ავტომანქანებისთვის სახიფათოა იქ გავლა, ამიტომ, ხიდს ადგილობრივი მოსახლეობა ამ დროისთვის მხოლოდ საფეხმავლო დანიშნულებით იყენებს, საავტომობილო მიმოსვლისთვის კი, არ გამოიყენება. ახალი აღდგენილი ხიდი იყო, სულ რაღაც ორი კვირაა, რაც ამ ხიდზე მუშაობა დასრულდა.

 


შემოვლითი გზა არსებობს როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო, თუმცა, ალტერნატიული გზები ცოტა შორია, მოსახლეობა ახლა ამ გზებს იყენებს.

 


ხიდს სოფელი ლემზაგორისა და ხერიის მოსახლეობა იყენებს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ ხერიის მხარეს, ხერიის მხრიდან შემოდის ძირითადად პროდუქტი და ამიტომ, ძალიან რთული იქნება ტრანსპორტის გარეშე.

 

 

 


რაც შეეხება ხიდის აღდგენას, ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას წარვადგენთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში და განიხილავენ პროექტს და ალბათ, ამის შემდეგ მოხდება დაფინანსება სტიქიის თანხებიდან. ხიდი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის აღდგება, ამ პერიოდში ხიდის გარეშე მოსახლეობას მოსავლის დაბინავება გაუჭირდება.

 

 

სტიქიის შედეგად, ხიდის გარდა ხერიამდე მისასვლელი და ნაცულის გზებიც დაზიანდა. ნაცულის გზა, რომელიც ახლადაღდგენილი იყო, მთლიანად მწობრიდან არის გამოსული, მხოლოდ მაღალი განვლადობის მანქანებითაა ამ გზაზე გავლა შესაძლებელი, შესაბამისად, ამ გზებსაც სჭირდება აღდგენა", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ბადრი ლიპარტელიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი