წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები თვითმმართველობას გააცნეს
17-07-2018, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებმა პრიორიტეტულად, ქალაქ წყალტუბოში, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, საბავშვო მოედნების, სკვერების, სპორტული ინფრასტრქტურისა და კორპუსების რეაბილიტაცია დაასახელეს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა ქალაქ წყალტუბოში, სამივე პირობითი ზონის ტერიტორიაზე, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 150 000 ლარის ღირებულების პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

 


მოქალაქეები თავად ქმნიან პროექტს და თავად ირჩევენ პრიორიტეტების მიხედვით, რომელი მათგანი უნდა დაფინანსდეს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში - „დემოკრატიის ხელშეწყობა“. წყალტუბოში პროგრამის განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ფინანსისტთა ასოციაცია.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი