საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტი პოზიცია სწორი ზომების მიღების საშუალებას არ იძლეოდა, ჭიჭინაძე ამბობს, რომ ხისტი პოზიცია ჰქონდა არა მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდს, რომელსაც დეპუტატი კომკავშირელებად მოიხსენიებს.
„მე, როდესაც ვაფასებ ამა ახალგაზრდა გუნდს, ასე რომ ვთქვათ კომკავშირელებს რომ ვეძახი, ტყუილად არ ვეძახი, კომუნისტური პარტიის ყრილობების სხვადასხვა მოვლენას მახსენებენ, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ, მერე გადაყენებულ ადამიანს ფეხებით რომ შედგებოდნენ. კომპრომისზე შეიძლება, წახვიდე ორი ადამიანი, როდესაც ერთმანეთში რაღაცაზე რიგდები, მაგრამ ორი ადამიანი გარიგდე და აქ ათობით ადამიანი დაიხოცოს, მერე გამოხვიდე და ეს აღიარო, მე ასეთ კომპრომისზე არ წავსულვარ. რას ნიშნავს კომპრომისი, სხვების სიცოცხლის ხარჯზე, ეს ჩემთვის გაუგებარია", განუცხადა „რუსთავი 2"-ს დავით ჭიჭინაძემ.
შეკითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე, ჭიჭინაძე პასუხობს:
„ამ ადამიანებს ეთიკის კოდექსზე რომ აქვთ პრეტენზია, რომ ესენი ვიღაცას ეთიკას დაუწერენ, როგორ უნდა მოიქცეს, პირველ რიგში, ეს არის განხილვის საკითხი და რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.