OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს სერბეთის პრემიერ მინისტრი ანა ბრნაბიჩი ეწვია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მახარობლიშვილმა ანა ბრნაბიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და OGP-ის სამიტზე სერბეთის მაღალი დონის მონაწილეობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, ანა ბრნაბიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
18 ივლისს კი, სერბეთის პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.